"კარფურში" შეძენილ პეჩენიებში ტყვიის მაღალი შემცველობა აღმოჩნდა | Allnews.Ge

"კარფურში" შეძენილ პეჩენიებში ტყვიის მაღალი შემცველობა აღმოჩნდა

"კარფურში" შეძენილ პეჩენიებში ტყვიის მაღალი შემცველობა აღმოჩნდა. ამის შესახებ "მომხმარებელი.ჯი" წერს.

"2017 წლის 5 ოქტომბერს, აღმოჩენილი დარღვევების გადასამოწმებლად, ვეწვიეთ თბილისი მოლში მდებარე მაღაზია კარფურს ორივე პროდუქტის შესაძენად. შპს GEO BACKERS-ის "პეჩენია" მაღაზიაში არ დაგვხვდა და მხოლოდ შპს "ვასაძის პურის" პროდუქტი "სანდომი ვაფლი" შევიძინეთ. პროდუქტი ჩაბარდა ლაბორატორიას ანალიზისათვის. ამჯერად, პროდუქტის ორგანოლეპტიკური მახასიათებლების გარდა, მისი ქიმიური და მიკრობიოლოგიური პარამეტრებიც შევამოწმებინეთ.

ლაბორატორიიდან მიღებული პასუხის მიხედვით, პროდუქტში შემოწმებული ყველა პარამეტრი ნორმაშია, ერთის გარდა, მასში ტყვიის გადაჭარბებული ოდენობა 1.4 მგ/კგ აღმოჩნდა (ნორმა 0.5 მგ/კგ).

გაიგზავნა წერილები სურსათის ეროვნულ სააგენტოში, მაღაზია კარფურში და შპს "ვასაძის პურში".

თუმცა, აღმოჩნდა, რომ ლაბორატორიამ ტყვიის შემცველობაზე პოდუქტის შემოწმება არააკრედიტებული მეთოდით გააკეთა. ამის გამო, შედეგები მაშინვე არ გამოვაქვეყნეთ და ტყვიის შემცველობაზე პროდუქტი ხელახლა შევამოწმებინეთ, რომლის მიხედვითაც ტყვიის გადაჭარბებული ოდენობა კვლავ დაფიქსირდა, თუმცა, უფრო მცირე მოცულობით -- 0.6 მგ/კგ", - წერს "მომხმარებელი.ჯი".

მათივე ცნობით, "კარფურში" გასაყიდი ნამცხვრების შემოწმების თხოვნით მათ მომხმარებელმა 2017 წლის 24 ივნისს მიმართა და დაფარული საჩივარი გაუგზავნა ორგანიზაციას "ფეისბუქის" გვერდზე.

myquiz