სადამდე დაეცემა ტემპერატურა - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი | Allnews.Ge

სადამდე დაეცემა ტემპერატურა - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

დღეს, საქართველოს ზოგიერთ რაიონში წვიმაა მოსალოდნელი. როგორც საქართველოს გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების ცენტრში განაცხადეს, ქვეყნის უმეტეს რაიონში ამინდის გაუარესება 30 ოქტომბრისთვის არის ნავარაუდევი, დაიკლებს ტემპერატურა, განსაკუთრებით, დასავლეთ საქართველოში.

"29 ოქტომბერს 21-26 გრადუსია ნავარაუდევი, 30 ოქტომბერს დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა 15 გრადუსამდე დაიკლებს. ქვეყნის უმეტეს რაიონში გაწვიმდება, ზოგან ძლიერად, გაძლიერდება დასავლეთის ქარი. რაც შეეხება 31 ოქტომბრის პროგნოზს, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან იწვიმებს", - განაცხადეს საქართველოს გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების ცენტრში.

myquiz