სინოპტიკოსების პროგნოზი ოქტომბრის ბოლომდე მოსალოდნელი ამინდის შესახებ | Allnews.Ge

სინოპტიკოსების პროგნოზი ოქტომბრის ბოლომდე მოსალოდნელი ამინდის შესახებ

ოქტომბრის ბოლომდე საქართველოში არამდგრადი ამინდი შენარჩუნდება, – ამის შესახებ Allnews.ge-ს გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურის უფროსმა, სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა.

სინოპტიკოსის ინფორმაციით, ამაღამ და ხვალ დღის პირველ ნახევარში დასავლეთ საქართველოს მასშტაბით ყველგან გაწვიმდება, აღმოსავლეთ საქართველოშიც ზოგან წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი.

"ტემპერატურა დღევანდელთან შედარებით, დასავლეთშიც და აღმოსავლეთშიც დაიკლებს და იქნება 15–20 გრადუსის ფარგლებში. 28 ოქტომბერს გამოიდარებს, დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა მოიმატებს 24 გრადუსამდე, აღმოსავლეთ საქართველოში კი არამდგრადი ამინდ შენარჩუნდება" – განმატავს სვეტლანა ნიორაძე.

29 ოქტომბრიდან უკვე არამდგრადი ამინდი მოსალოდნელი როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში, – "დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება თვის ბოლომდე. თბილისში დღისით უნალექო ამინდი იქნება, ამაღამ შეიძლება, ცოტა წამოწვიმოს. 28 ოქტომბერს დღისით და ღამის საათებში დედაქალაქში უნალექო ამინდია მოსალოდნელი, დილით ალბათ იწვიმებს, 29 ოქტომბერსაც შესაძლოა, ნალექი შენარჩუნდეს", – ამბობს სინოპტიკოსი.

30 ოქტომბერს ტემპერატურა მკვეთრად არ შემცირდება, 31 ოქტომბერს კი კლებაა მოსალოდნელი.

myquiz