საჩხერის "ჩიხურას" მიკროავტობუსი ავარიაში მოყვა | Allnews.Ge

საჩხერის "ჩიხურას" მიკროავტობუსი ავარიაში მოყვა

საჩხერის "ჩიხურას" მიკროავტობუსი ცენტრალურ ავტომაგისტრალზე ავარიაში მოყვა. როგორც საფეხბურთო კლუბში განაცხადეს, შემთხვევის შედეგად მიკროავტობუსში მყოფ პირებს მძიმე დაზიანებები არ მიუღიათ.

მიკროავტობუსით ფეხბურთელები ბათუმის "დინამოსთან" გუშინდელი მატჩის შემდეგ დედაქალაქში მოემგზავრებოდნენ. შედარებით მძიმედ დაშავდა გუნდის კაპიტანი შოთა კაშია, რომელსაც ლავიწის ძვალი აქვს გატეხილი.

myquiz