როდისთვის უნდა ველოდოთ წვიმას - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი | Allnews.Ge

როდისთვის უნდა ველოდოთ წვიმას - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

ხვალ აღმოსავლეთ საქართველოს რაიონებში ტემპერატურა 14–18 გრადუსამდე დაიწევს. დილის საათებში თბილისში მოსალოდნელია წვიმა, ჰაერი 15–17 გრადუსამდე გათბება.

გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების უფროსის, დოდო გვაზავას ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში 26 ოქტომბრის დღის პირველ ნახევრამდე უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

"24 ოქტომბერს დღისით და 25 ოქტომბერს საღამოდან ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე იქროლებს აღმოსავლეთის ქარი და ჰაერის ტემპერატურა 22–დან 27 გრადუსამდე გათბება. აღმოსავლეთ საქართველოს აღმოსავლეთ რაიონებსა და ჩრდილოეთით მაღალმთიან რაიონებში 23 ოქტომბერს ღამით და 24 ოქტომბრიდან მოსალოდნელია მცირე წვიმა და ნისლი, კავკასიონის ქედზე შესაძლებელია, მცირე თოვა.

აღმოსავლეთ საქართველოში 25 ოქტომბრიდან 26 ოქტომბრამდე უმეტესად უნალექო ამინდი შენარჩუნდება, ჰაერის ტემპერატურა 17–22 გრადუსამდე მოიმატებს," –განმარტავს სინოპტიკოსი.

მისივე ცნობით, 26 –27 ოქტომბრის დღის პირველ ნახევარში საქართველოს ზოგიერთ რაიონში გაწვიმდება.