სილვიო ბერლუსკონიმ კახა კალაძეს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა | Allnews.Ge

სილვიო ბერლუსკონიმ კახა კალაძეს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა

იტალიის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა სილვიო ბერლუსკონიმ პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თბილისის მერობის კანდიდატს, კახა კალაძეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება მიულოცა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" "ქართული ოცნების" პრესსამსახურიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, სატელეფონო საუბრისას სილვიო ბერლუსკონიმ კახა კალაძეს სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ იგი თბილისის გამორჩეული მერი იქნება.

myquiz