ცესკო ამ დროისთვის არსებულ მონაცემებს აქვეყნებს | Allnews.Ge

ცესკო ამ დროისთვის არსებულ მონაცემებს აქვეყნებს

ცენტრალური საარჩევნო კომისია ამ დროისთვის არსებულ მონაცემებს აქვეყნებს. როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა, ყველა ოქმი თბილისისა და 4 თვითმმართველი ქალაქის მერის არჩევნებისთვის დათვლილია.

"დათვლილია ასევე თბილისის პროპორციული სისტემის ყველა ოქმი და თვითმმართველი ქალაქის მერის ოქმების დიდი ნაწილიც. ამ ეტაპზე დარჩენილია დაახლოებით 150-მდე საუბნო ოქმის მონაცემი და მიმდინარეობს როგორც ამ ოქმების შეყვანა, ისე მონაცემების გადამოწმება და დაზუსტების პროცესი. შეგახსენებთ, 21 ოქტომბრის არჩევნების შედეგების საბოლოო შეჯამება საოლქო-საარჩევნო კომისიებმა უნდა დაასრულონ არა უგვიანეს 11 ნოემბრისა. შეჯამების შემდეგ, ცესკო არჩევნების მეორე ტურს დანიშნავს იმ ოლქებში სადაც მერობის კანდიდატების მიერ ვერ მოხდა 50%-იანი ბარიერის გადალახვა. კანონმდებლობის თანახმად, მეორე ტურების გამართვის ბოლო ვადა არის მიმდინარე წლის 15 ნოემბერი", - განაცხადა მიქელაძემ.

მისივე თქმით, ბოლო მონაცემებით, 3644 საარჩევნო უბნიდან, 3638 უბნის მონაცემები არის დათვლილი პროპორციული არჩევნებისთვის.

"წინასწარი მონაცემები არის შემდეგი (გაგაცნობთ იმ პარტიებს, რომლებმაც გადალახეს 3%-იანი ბარიერი): #2 ბაქრაძე, უგულავა, ევროპული საქართველო - 10.5%, #5 "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - 17.05%, #8 "დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი, საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" - 6.55%, #10 შალვა ნათელაშვილი, საქართველოს ლეიბორისტული პარტია - 3.27% და #41 "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" - 55,66%", - განაცხადა მიქელაძემ.

რაც შეეხება ინფორმაციას მეორე ტურების შესახებ, ცესკოს ინფორმაციით, პირველადი მონაცემებით, მეორე ტურები გაიმართება 6 მაჟორიტარულ ოლქში, თუმცა საბოლოო მონაცემები ცნობილი იქნება კანონით განსაზღვრული შესაბამისი პროცედურების დასრულების შემდეგ.

"ეს მაჟორიტარული ოლქებია: ყაზბეგის, ხაშურის, ბორჯომის, ოზურგეთის, ქუთაისისა და მარტვილის საარჩევნო ოლქები. შედეგები კი წინასწარი მონაცემებით არის ასეთი (გაგაცნობთ მონაცემებს მხოლოდ იმ კანდიდატების შედეგების შესახებ, რომლებიც მეორე ტურში მიიღებენ მონაწილეობას წინასწარი მონაცემებით): ქუთაისი - #5 გრიგოლ ვაშაძე 26.89% და #41 გიორგი ჭიღვარია - 48,75%, ყაზბეგი - #3 სანდრო ყამარაული - 26.85% და #41 ალექსანდრე ზაგაშვილი - 44.62%, ხაშური - #41 გიორგი გურასპაშვილი - 42,24% და #42 რამაზ ნოზაძე - 18,48%, ბორჯომი - #8 ზაზა ჩაჩანიძე - 40.39% და #41ლევან ლიპარტია 40.19%, ოზურგეთი - #41 ბეგლარ სიორიძე 43,39% და #42 კონსტანტინე შარშენიძე - 41.81%, მარტვილი - #5 მამუკა დანელია- 35,81% და #41 ალექსანდრე გრიგალავა - 49,76%", - განაცხადა მიქელაძემ.

myquiz