"ქართულმა ოცნებამ" მოიპოვა დამაჯერებელი გამარჯვება - ირაკლი კობახიძე | Allnews.Ge

"ქართულმა ოცნებამ" მოიპოვა დამაჯერებელი გამარჯვება - ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე - "ქართულმა ოცნებამ" მოიპოვა დამაჯერებელი გამარჯვება და საკრებულოებში წარმოდგენილი იქნება უმრავლესობით მთელი ქვეყნის მასშტაბით, წინასწარი მონაცემებით, მეორე ტურები შედგება მხოლოდ 5 მუნიციპალიტეტში, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"არჩევნები ჩატარდა სამართლიან და მშვიდ გარემოში, რაც იყო ჩვენი უმთავრესი მიზანი და მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ იმ ადამიანს, ვინც თავისი წვლილი შეიტანა სამართლიანი და მშვიდი არჩევნების უზრუნველყოფაში. განსაკუთრებული მადლობა უნდა გადავუხადო, რა თქმა უნდა, ამომრჩეველს ძალიან მაღალი აქტიურობისთვის. მთელი ქვეყნის მასშტაბით დაფიქსირდა მაღალი აქტივობა და "ქართულმა ოცნებამ" მოიპოვა ძალიან დამაჯერებელი გამარჯვება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში. მთელი ქვეყნის მასშტაბით, წინასწარი მონაცემებით, მეორე ტურები შედგება მხოლოდ 5 მუნიციპალიტეტში. საკრებულოებშიც "ქართულმა ოცნებამ" მოიპოვა საკმაოდ დამაჯერებელი გამარჯვება და თითოეულ მუნიციპალიტეტურ წარმომადგენლობით ორგანოში იქნება შესაბამისი უმრავლესობით", - განაცხადა კობახიძემ.

კობახიძემ განსაკუთრებით მიულოცა გამარჯვება თბილისის მერობის კანდიდატ კახი კალაძეს, რომელიც, მისი თქმით, ამ არჩევნების მთავარი გმირი იყო. ასევე, კობახიძემ მიულოცა ყველა კანდიდატს.

"აღსანიშნავია, რომ მნიშვნელოვნად განახლებული იქნება ადგილობრივი თვითმმართველობა. მე მინდა, წარმატებები ვუსურვო ხალხის მიერ არჩეულ მერებს და საკრებულოს წარმომადგენლებს", - განაცხადა კობახიძემ და მადლობა გადაუხადა "ქართული ოცნების" შტაბის ყველა წევრს და პარტიის მხარდამჭერებს.

myquiz