მონაცემებით, თბილისის მასშტაბით პროპორციულ არჩევნებში „ქართული ოცნება“ 53,49 %-ით ლიდერობს | Allnews.Ge

მონაცემებით, თბილისის მასშტაბით პროპორციულ არჩევნებში „ქართული ოცნება“ 53,49 %-ით ლიდერობს

ცესკოს წინასწარი მონაცემების მიხედვით, პროპორციულ არჩევნებში თბილისის მასშტაბით 53,49 %-ით "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" ლიდერობს.

ამ დროისთვის 737 უბნიდან 301 უბნის მონაცემებია დათვლილი.

უფრო კონკრეტულად, პარტიების მიერ მიღებული ხმების რაოდენობა ასე გამოიყურება:

"ბაქრაძე, უგულავა - ევროპული საქართველო" – 13 943 ხმა (9,05 %), "დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა - დემოკრატიული მოძრაობა - თავისუფალი საქართველო" – 4 895 (3,18%), "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" – 26 733 (17,35 %), "რესპუბლიკური პარტია" – 2 286 (1,48 %), "დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" – 8 854 (5,75 %), "მემარცხენე ალიანსი - 232 (0, 15 %), "შალვა ნათელაშვილი - საქართველოს ლეიბორისტული პარტია" – 5 948 (3,86 %), "საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტია" – 242 (0, 16 %), "მშრომელთა სოციალისტური პარტია" – 339 (0,22%), "საქართველო" – 624 (0,4 %), "გიორგი ვაშაძე - ერთობა ახალი საქართველო" – 5 148 (3,34 %), "ზვიადის გზა" – 369 (0,24 %), "თავისუფლება - ზვიად გამსახურდიას გზა" – 915 (0,59 %), "სახალხო - ხალხის ერთსულოვნება" – 321 (0,21 %), "პროგრესულ-დემოკრატიული მოძრაობა" – 814 (0,53 %), "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" – 82 430 (53,49 %).

myquiz