რომელ პარტიებს აქვს წინასწარი მონაცემებით თბილისის საკრებულოში მოხვედრის შანსი? | Allnews.Ge

რომელ პარტიებს აქვს წინასწარი მონაცემებით თბილისის საკრებულოში მოხვედრის შანსი?

ცესკოს წინასწარი მონაცემების მიხედვით, პროპორციული წესით, თბილისის საკრებულოში ოთხი საარჩევნო სუბიექტი ხვდება.

საკრებულოს მანდატების მისაღებად პარტიებისთვის დადგენილი ზღურბლი 4%-ია. წინასწარი მონაცემებით, საარჩევნო ბარიერს ლახავენ: "ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო" - 53.56 % (151 899 ხმა); "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - 17.21% (48796 ხმა); "ბაქრაძე, უგულავა – ევროპული საქართველო" - 8.94% (25 355 ხმა); "დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" - 5.49% (15 578 ხმა).

თბილისში 737 საარჩევნო უბნიდან დათვლილია 528 უბანი.

თბილისის საკრებულო შედგება 50 წევრისაგან, რომელთაგან 25 წევრი აირჩევა მაჟორიტარული წესით, ხოლო 25 წევრი – პროპორციული წესით.

myquiz