სად დაფიქსირდა ყველაზე მაღალი აქტივობა 15:00 საათისთვის | Allnews.Ge

სად დაფიქსირდა ყველაზე მაღალი აქტივობა 15:00 საათისთვის

15:00 საათის მონაცემებით, თვითმმართველობის არჩევნებზე ამომრჩეველთა 29.84%-იანი აქტივობა დაფიქსირდა, - ამის შესახებ ცესკო-ს სპიკერმა ანა მიქელაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი განმარტებით, საქართველოს მასშტაბით სულ 1 026 430 ამომრჩეველმა მიიღო არჩევნებში მონაწილეობა.

ცესკო-ს მონაცემებით, ყველაზე მაღალი აქტივობა რაჭა-ლეჩხუმში ფიქსირდება, სადაც ამომრჩეველთა 46% საარჩევნო უბნებზე უკვე მივიდა და თავისი არჩევანი დააფიქსირა.

ყველაზე დაბალი აქტივობა შიდა ქართლშია, სადაც ამომრჩევლის მხოლოდ 25%-იანი აქტივობა დაფიქსირდა.

რაც შეეხება დედაქალაქს, 15:00 საათის მონაცემებით, თბილისში ამომრჩეველთა 27.7% უკვე იმყოფებოდა საარჩევნმო უბნებზე.

შედარებისთვის, 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე, 15:00 საათზე ამომრჩევლის აქტივობა 28.9%-ს შეადგენდა.

დღეს საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს.

myquiz