როგორ უნდა მოიქცეს ამომრჩეველი, თუ საარჩევნო უბნიდან გამოსვლისას მისი არჩევნით დაინტერესდნენ? | Allnews.Ge

როგორ უნდა მოიქცეს ამომრჩეველი, თუ საარჩევნო უბნიდან გამოსვლისას მისი არჩევნით დაინტერესდნენ?

არის შემთხვევები, როდესაც საარჩევო უბნის დატოვებისას, ამომრჩეველს გარკვეული პირები ეკითხებიან, თუ ვის მისცა მან ხმა. Allnews.ge დაინტერესდა, რა უნდა იცოდნენ ამომრჩევლებმა, თუ საარჩევნო უბნიდან გამოსვლის შემდეგ, მათი არჩევანით დაინტერესდნენ?

"ამომრჩეველმა უნდა იცოდეს, რომ მისი ხმა არის დაცული" - განაცხადაცესკო-ს სპიკერ ანა მიქელაძემ,-"შესაბამისად, თუკი მას სურვილი აქვს, რომ რაიმე ტიპის კვლევაში, მაგალითად, ეგზითპოლებში მიიღოს მონაწილეობა, ეს მხოლოდ მისი ნების გამოვლინებაა. თუკი ეწინააღმდეგება მათ ნებას და სურვილს, რა თქმა უნდა, მათ აქვთ კანონიერი უფლება, უარი განაცხადონ კვლევაში მონაწილეობისგან. ამ ტიპის კვლევებს საარჩევნო ადმინისტრაცია არ ატარებს.

ანა მიქელაძის თქმით, მსგავს კვლევებს ატარებენ შესაბამისი ორგანიზაციები.

"რამდენადაც მე ვფლობ ინფორმაციას, ორი ორგანიზაცია ატარებს ეგზითპოლს კონკრეტულ რეგიონებში, ისინი, სავარაუდოდ წარუდგენენ ამომრჩეველს საკუთარ თავს, გააცნობენ მათი ორგანიზაციის მეთოდოლოგიას, ექნებათ შესაბამისი დამადასტურებელი საბუთები, რომ ნამდვილად წარმოადგენენ ამა თუ იმ ორგანიზაციას, რომელიც ატარებს საზოგადოებრივი აზრის კვლევას. მხოლოდ და მხოლოდ ამომრჩევლის ნებაზეა დამოკიდებული, მიიღებს თუ არა ის მონაწილეობას ამ ტიპის კვლევებში"-განაცხადა ანა მიქელაძემ Allnews.ge-სთან საუბარში.

myquiz