67-ე სკოლის ქიმიის მასწავლებელი - დირექტორმა შემომითვალა, რომ დავწერო განცხადება და სკოლიდან წავიდე | Allnews.Ge

67-ე სკოლის ქიმიის მასწავლებელი - დირექტორმა შემომითვალა, რომ დავწერო განცხადება და სკოლიდან წავიდე

თბილისის 67-ე სკოლის ქიმიის პედაგოგის, დოდო კეზუას განცხადებით, მას სკოლის დირექტორმა მარიამ თავართქილაძემ შეუთვალა, რომ განცხადება დაწეროს და სკოლიდან წავიდეს. ამის შესახებ დოდო კეზუამ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა.

მისივე თქმით, ჯერჯერობით არანაირი განცხადების დაწერას არ აპირებს.

კეზუას ინფორმაციით, ის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ბიულეტენზე იმყოფება.

"ამ წუთშიც ექიმთან ვიმყოფები შემოწმებაზე. ჯერჯერობით არავის გავუთავისუფლებივარ, თუმცა დირექტორმა შემომითვალა, რომ დავწერო განცხადება და წავიდე სკოლიდან, - აცხადებს კეზუა.

ქიმიის მასწავლებელი არ საუბრობს დირექტორთან დაპირისპირებაზე, თუმცა ამავე სკოლის მოსწავლეების ინფორმაციით, სკოლის დირექტორს, მარიამ თავართქილაძესა და მასწავლებლების ნაწილს შორის დაპირისპირებაა. როგორც საპროტესტო აქციაზე მყოფი სკოლის მოსწავლეები აცხადებენ, სკოლაში დაძაბული სიტუაციაა. მათივე ინფორმაციით, მასწავლებლები 2 ჯგუფად არიან გაყოფილი. ნაწილი ემხრობა სკოლის დირექტორს, ნაწილი კი არა.

მოსწავლეების ინფორმაციით, გავრცელებული განცხადებები, რომ ქიმიის მასწავლებელმა დოდო კეზუამ მოსწავლეების ნაწილს შეურაცხყოფა მიაყენა და სცემა, სიმართლეს არ შეესაბამება. ისინი ამბობენ, რომ მარიამ თავართქილაძეს კეზუას გათავისუფლება "პირადი მიზნებისთვის" სჭირდება, რასაც ვერ ასაბუთებენ.

myquiz