როდემდე შენარჩუნდება უნალექო ამინდი საქართველოში - სინოპტიკოსების პროგნოზი | Allnews.Ge

როდემდე შენარჩუნდება უნალექო ამინდი საქართველოში - სინოპტიკოსების პროგნოზი

მიმდინარე კვირის ბოლომდე საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. როგორც "ინტერპრესნიუსს" გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა დოდო გვაზავამ განუცხადა, ჰაერის ტემპერატურა თბილისში 22 გრადუსამდე მოიმატებს.

"მიმდინარე კვირას საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დაბლობსა და ბარში მოიმატებს და 20-დან 25 გრადუსამდე იქნება. სითბო შენარჩუნდება მთიან და მაღალმთიან რეგიონებშიც. მთიან რაიონებში 17-22 გრადუსი იქნება, მაღალმთიან რაიონებში კი 12-17 გრადუსი სითბო. უნალექო ამინდია მოსალოდნელი თბილისშიც. 21-22 ოქტომბერს, თბილისში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 20-22 გრადუსამდე იქნება.

23 ოქტომბერს შესაძლებელია ცალკეულ რაიონში გაწვიმდეს", -განაცხადა დოდო გვაზავამ.

myquiz