დიდთოვლობის გამო, საირმე-აბასთუმნის გზაზე მოძრაობა აიკრძალა | Allnews.Ge

დიდთოვლობის გამო, საირმე-აბასთუმნის გზაზე მოძრაობა აიკრძალა

დიდთოვლობის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (საღორია)-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარას საავტომობილო გზის კმ65-კმ90 (საირმე-აბასთუმანი) მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ამავე გზის, კმ52-კმ64 მონაკვეთებზე დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

myquiz