აფხაზეთიდან გადმოსვენებული 25 პირი სამების საკათედრო ტაძრიდან გამოასვენეს | Allnews.Ge

აფხაზეთიდან გადმოსვენებული 25 პირი სამების საკათედრო ტაძრიდან გამოასვენეს

აფხაზეთიდან გადმოსვენებული 25 პირი სამების საკათედრო ტაძრიდან გამოასვენეს. მანამდე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დაღუპულების სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა.

მთელი დღის განმავლობაში სამების საკათედრო ტაძარში მიდიოდნენ მოქალაქეები, პოლიტიკოსები და ოფიციალური პირები, რომლებიც დაღუპულთა ხსოვნას პატივს მიაგებდნენ.

25 გმირიდან 20-ს დიღმის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალავენ, მამია ალასანიას ნარიყალას წმინდა ნიკოლოს სახელობის ტაძარში, ხოლოდ დანარჩენ ოთხს სხვადასხვა ადგილზე.

myquiz