დღეს აღმოსავლეთ საქართველოში ძლიერი ქარი დაფიქსირდება | Allnews.Ge

დღეს აღმოსავლეთ საქართველოში ძლიერი ქარი დაფიქსირდება

საქართველოში არამდგრადი ამინდი დღესაც შენარჩუნდება. დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ღამით მაღალ მთაში შესაძლებელია, მოთოვოს და დასავლეთის მიმართულების ქარი გაძლიერდეს.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების დეპარტამენტის უფროსის, სვეტლანა ნიორაძის თქმით, დასავლეთ საქართველოში ქარის სიჩქარე 10-15 მ/წმ იქნება. აღმოსავლეთ საქართველოში კი ძლიერი ქარი დაფიქსირდება, რომლის სიჩქარე 10-15მ/წმ იქნება, ზოგიერთ რეგიონში კი 20-25მ/წმ-ს მიაღწევს, მათ შორის საქართველოს დედაქალაქშიც. აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ასევე მოსალოდნელია წვიმა და მაღალ მთაში თოვლი.

"მომდევნო დღეებში თბილისში ჰაერის ტემპერატურა 19–20 გრადუსი იქნება. 18 ოქტომბრიდან მთელ საქართველოში გამოიდარებს. 18 ოქტომბერს აღმოსავლეთ საქართველოში დღისით უნალექო ამინდია მოსალოდნელი, მაგრამ ღამის ტემპერატურა დაიკლებს. 18 ოქტომბერს დღისითჰაერი 16–21– გრადუსამდე გათბება, ხოლო 19 ოქტომბერს 19–24 გრადუსამდე," – განმარტავს სვეტლანა ნიორაძე.

myquiz