ძლიერი წვიმის შედეგად ქუთაისის რამდენიმე სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა | Allnews.Ge

ძლიერი წვიმის შედეგად ქუთაისის რამდენიმე სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა

ქუთაისის რამდენიმე სკოლაში, ძლიერი წვიმის შედეგად, სასწავლო პროცესი შეწყდა. რესურსცენტრის ხელმძღვანელი ბადრი ვაშაკიძე განმარტავს, რომ სკოლის შენობები დაიტბორა.

კადრები ქუთაისიდან, სადაც დატბორილია ქუჩები

სტიქია დასავლეთ საქართველოში - ძლიერი წვიმის შედეგად დატბორილია შენობები

განსაკუთრებული პრობლემები შეიქმნა ავტოქარხანაში მდებარე სკოლებში. № 32-ე და 35-ე სკოლებიდან ბავშვების გაყვანა მაშველების დახმარებით გახდა საჭირო. ვაშაკიძის განცხადებით, №14, №24-ე და №41-ე სკოლებიდან მოსწავლეები სახლებში გააბრუნეს. მისივე განცხადებით, წვიმის გაგრძელების შემთხვევაში, შესაძლოა, სასწავლო პროცესი ხვალაც შეჩერდეს.

myquiz