როდის გამოიდარებს საქართველოში? | Allnews.Ge

როდის გამოიდარებს საქართველოში?

საქართველოში არამდგადი ამინდი ხვალაც შენარჩუნდება. დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ღამით შესაძლებელია მაღალ მთაში თოვლი და დასავლეთის მიმართულების ქარი გაძლიერდეს. აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია წვიმა და მაღალ მთაში თოვლი.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების დეპარტამენტის უფროსის, სვეტლანა ნიორაძის თქმით, ხვალ თბილისში იწვიმებს, ჰაერი კი 13 გრადუსამდე გათბება, – "მომდევნო დღეებში თბილისში ჰაერის ტემპერატურა 19–20 გრადუსი იქნება. 18 ოქტომბრიდან მთელ საქართველოში გამოიდარებს. 18 ოქტომბერს აღმოსავლეთ საქართველოში დღისით უნალექო ამინდია მოსალოდნელი, მაგრამ ღამის ტემპერატურა დაიკლებს. 18 ოქტომბერს დღისითჰაერი 16–21– გრადუსამდე გათბება, ხოლო 19 ოქტომბერს 19–24 გრადუსამდე," – განმარტავს სვეტლანა ნიორაძე.

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დღეს ძლიერი ქარია მოსალოდნელი

ძლიერი ქარი, წვიმა და თოვლი - სინოპტიკოსები ამინდის გაუარესებას ელოდებიან

აღსანიშნავია, რომ  კვირის ბოლომდე საქართველოში თბილი და უნალექო ამინდი შენარჩუნდება.

myquiz