მესტიაში მოსულმა თოვლმა 10 სმ-ის გადააჭარბა - მოსახლეობამ მოსავლის აღება ვერ მოასწრო | Allnews.Ge

მესტიაში მოსულმა თოვლმა 10 სმ-ის გადააჭარბა - მოსახლეობამ მოსავლის აღება ვერ მოასწრო

მესტიის მუნიციპალიტეტში მოსულმა თოვლმა 10 სმ-ის გადააჭარბა. როგორც "ინტერპრესნიუსს" გამგებლის მოადგილემ ნელი ნავერიანმა განუცხადა, ადგილობრივებმა მოსავლის აღება და ხილის დაკრეფა ვერ მოასწრეს.

"სამწუხაროდ, მოსახლეობამ მოსავლის აღება ვერ მოასწრო. ამაღამ მინუს 6 გრადუსია მოსალოდნელი, რაც, სავარაუდოდ, ხილს გაყინავს და ალბათ, იქნება ზარალი", - განაცხადა ნელი ნაევრიანმა.

მისივე თქმით, ნალექს გზებზე პრობლემა ჯერ არ შეუქმნია, თუმცა ინტენსიურად მუშაობს სპეციალური ტექნიკა.

myquiz