ზუგდიდში ბიზნესმენი დაჭრეს. იგი მართვით სუნთქვაზე იმყოფება | Allnews.Ge

ზუგდიდში ბიზნესმენი დაჭრეს. იგი მართვით სუნთქვაზე იმყოფება

ზუგდიდში, რუსთაველის ქუჩაზე დაჭრილი ბიზნესმენი ლევან ქუჩულორია მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

როგორც ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალის მენეჯერმა ნიკა ჭეჟიამ განაცხადა, პაციენტს ოპერაცია ჩაუტარდა და მისი მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია.

გავრცელებული ინფორმაციით, ქუჩულორია გუშინ საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოში დაჭრეს. აღნიშნულ ფაქტზე შსს-მ გამოძიება 19-108 მუხლით დაიწყო.

myquiz