საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დღეს ძლიერი ქარია მოსალოდნელი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ძლიერი ქარი - 20-25მ/წმ სიჩქარით იქროლებს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" გარემოს ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, ზოგიერთ რაიონში ქარის სიჩქარემ შესაძლოა 30 მ/წმ-ს მიაღწიოს.
მათივე ინფორმაციით, ზღვისპირა რაიონებში მოსალოდნელია ძლიერი ნალექი და ზღვაზე ძლიერი შტორმი. ქვეყნის დასავლეთ ნაწილის მაღალმთიან რაიონებში კი - ქარბუქი.
როგორც გარემოს ეროვნულ საგენტოში აცხადებენ, თოვა გაგრძელდება ქვეყნის დასავლეთ ნაწილში.
მათივე ინფორმაციით, ძლიერმა ნალექმა შესაძლებელია ცალკეულ მდინარეებზე წყალმოვარდნეები და მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების გააქტიურება გამოიწვიოს.