ლიკა ქავჟარაძე ვაკის სამების ტაძრიდან გამოასვენეს | Allnews.Ge

ლიკა ქავჟარაძე ვაკის სამების ტაძრიდან გამოასვენეს

მსახიობი ლიკა ქავჟარაძე ვაკის სამების ტაძრიდან უკვე გამოასვენეს. ლიკა ქავჟარაძე სამების ტაძრიდან ახლობლებმა, მეგობრებმა და კოლეგებმა ტაშით გააცილეს.

მანამდე კი დღის განმავლობაში მსახიობს პატივი მიაგეს პოლიტიკოსებმა, მომღერლებმა, მსახიობებმა და მოქალაქეებმა.

ლიკა ქავჟარაძეს ვაკე-საბურთალოს სასაფლაოზე დედის გვერდით დაკრძალავენ.

მსახიობი 11 ოქტომბერს, 57 წლის ასაკში გარდაიცვალა.

myquiz