ჰიპერმარკეტ "გორგიას" დირექტორის გატაცების მცდელობის ფაქტზე ყოფილი მეუღლე კომენტარს აკეთებს | Allnews.Ge

ჰიპერმარკეტ "გორგიას" დირექტორის გატაცების მცდელობის ფაქტზე ყოფილი მეუღლე კომენტარს აკეთებს

ჰიპერმარკეტ "გორგიას" დირექტორის ყოფილი მეუღლე და მისი ადვოკატი ვარაუდობენ, რომ გია გორგოშაძეს გატაცების გათამაშება სურდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ნინო დარსალიას ინტერესების დამცველმა არჩილ ჩუბინიძემ განუცხადა, გორგოშაძეს მისი გატაცების საქმეში ნინო დარსალიას გამოჩენით სურს იმ დავაზე მოახდინოს ზეგავლენა, რომელიც ყოფილ ცოლთან აქვს. მისივე თქმით, გამოძიებამ დარსალია უკვე გამოკითხა და მის სახლში ჩხრეკაც ჩაატარა.

როგორც ჩუბინიძე აღნიშნავს, სამართალდამცველებმა დარსალიას ბინიდან ორი ტელეფონი - უშუალოდ ნინო დარსალიასა და მისი შვილის ტელეფონები წაიღო.

შსს-მ გორგოშაძის გატაცების მცდელობაში ბრალდებული პირები ორი დღის წინ ჩატარებული სპეცოპერაციისას აიყვანა.

myquiz