ძლიერი ქარი, წვიმა და თოვლი - სინოპტიკოსები ამინდის გაუარესებას ელოდებიან | Allnews.Ge

ძლიერი ქარი, წვიმა და თოვლი - სინოპტიკოსები ამინდის გაუარესებას ელოდებიან

კვირის ბოლოდან საქართველოს რეგიონებში სინოპტიკოსები ძლიერი ქარს, წვიმასა, თოვლს ელოდებიან.

გარემო ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების დეპარტამენტის უფროსის, სვეტლანა ნიორაძის თქმით, ხვალ, 14 ოქტომბერს როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია უნალქო ამინდი, ტემპერატურა კი 19–24 გრადუსის ფარგლებში იქნება.

რაც შეეხება თბილისს, აქაც მოსალოდნელია უნალექო ამინდი, ტემპერატურა 22 გრადუსამდე მოიმატებს.

სინოპტიკოსის ინფორმაციით, 15 ოქტომბრიდან ამინდი გაუარესდება.

რატომ ვინაცვლებთ ზაფხულიდან პირდაპირ ზამთარში?

დასავლეთ საქართველოში ყველგან წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი, გაძლიერდება ქარი. აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რეგიონში კი მოსალოდნელია წვიმაა. თბილისში დღისით იწვიმებს. ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში 12–17 გრადუსამდე დაიკლებს, აღმოსავლეთში 14–19 გრადუსი იქნება. 16 ოქტომბერს სიტუაცია კიდევ უფრო მწვავდება, რადგან როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალ მთაში ზოგან თოვლი, ასევე შენარჩუნდება ძლიერი ქარი და დასავლეთ საქართველოს დაბლობში ტემპერატურა 12–17, აღმოსავლეთ საქართველოში კი სავარაუდოდ, 11–16 გრადუსი დაფიქსირდება. თბილისში მოსალოდნელია წვიმა და ქარი, ტემპერატურა კი 15 გრადუსის ფარგლებში იქნება", – განმარტავს სვეტლანა ნიორაძე.

სინოპტიკოსი ასევე აღნიშნავს, რომ 17 ოქტომბერს არამდგრადი ტემპერატურა შენარჩუნდება, მაგრამ იმაზე უკეთესი, ვიდრე წინა დღეებში. 18 ოქტომბრიდან კი სინოპტიკოსები უკვე გამოდარებას ელოდებიან.

myquiz