ბათუმში, ფაროსანას გამო საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი სამი დღით შეწყდება | Allnews.Ge

ბათუმში, ფაროსანას გამო საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი სამი დღით შეწყდება

ბათუმის საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი 16 ოქტომბრიდან სამი დღის განმავლობაში შეწყდება, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ბათუმის ბაღების გაერთიანების დირექტორმა ნატალია ზაქარეიშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, დღეს ყველა საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი მიმდინარეობს, თუმცა მომდევნო დღეებში საბავშვი ბაღებში აზიური ფაროსანას გამო, სადენზიფექციო სამუშაოები ჩატარდება.

"დღეს ჩვეულებრივ ყველა საბავშვო ბაღში სააღმზრდელო პროცესი მიმდინარეობს. მომავალი კვირის სამი დღე დაგვჭირდება იმისათვის, რომ სადინზიფექციო სამუშაოები ჩავატაროთ" - განაცხადა ნატალია ზაქარეიშვილმა.

myquiz