"გორგიას" დირექტორის გამტაცებლები ოჯახისგან 5 მილიონი დოლარის გამოძალვას გეგმავდნენ | Allnews.Ge

"გორგიას" დირექტორის გამტაცებლები ოჯახისგან 5 მილიონი დოლარის გამოძალვას გეგმავდნენ

ჰიპერმარკეტ "გორგიას" დირექტორის, გია გორგოშაძის გამტაცებლები ოჯახისგან 5 მილიონი დოლარის გამოძალვას გეგმავდნენ.

როგორც "ინტერპრესნიუსისთვის" არაოფიციალურად ხდება ცნობილი, თავდაპირველად ბოროტმოქმედები გია გორგოშაძესთან ერთად, სავარაუდოდ, მისი ოჯახის ერთ-ერთი წევრის გატაცებასაც აპირებდნენ, თუმცა გეგმა შეცვალეს და მხოლოდ ჰიპერმარკეტ "გორგიას" დირექტორის გატაცება გადაწყვიტეს. მისი გათავისუფლების სანაცვლოდ კი ოჯახისგან 5 მილიონის გამოძალვას გეგმავდნენ.

ამასთან, 4 დაკავებულიდან ორთან ამ წუთებში დროებითი მოთავსების იზოლატორში ადვოკატი იმყოფება. დაკავებულებისთვის ბრალი ჯერ ოფიციალურად არ წაუყენებიათ.

მოქალაქის გატაცებისა და ფულის გამოძალვის ბრალდებით პოლიციამ 4 ადამიანი დააკავა. სამართალდამცველებმა სპეცოპერაცია წყნეთის გზატკეცილზე ჩაატარეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ს პრესსამსახურიდან აცნობეს, შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს დამნაშავეთა სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს და მთავარი პროკურატურის თანამშრომლებმა, დანაშაულებრივი ჯგუფის 4 წევრი: 1962 წელს დაბადებული დ. ფ., 1980 წელს დაბადებული ვ. ვ., 1987 წელს დაბადებული გ. დ. და 1959 წელს დაბადებული რ. მ., თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისა და გამოძალვის მომზადების ბრალდებით, თბილისში დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, დიდი ოდენობით ფულის გამოძალვის მიზნით, მოქალაქე გ. გ.-ს თავისუფლების უკანონო აღკვეთა განიზრახეს.

myquiz