ლიკა ქავჟარაძეს 14 ოქტომბერს დაკრძალავენ | Allnews.Ge

ლიკა ქავჟარაძეს 14 ოქტომბერს დაკრძალავენ

მსახიობ ლიკა ქავჟარაძის პანაშვიდი მის საცხოვრებელ სახლში დღეს და ხვალ, 17:00 საათიდან გაიმართება, - ამის შესახებ კულტურის სამინისტროში განაცხადეს.

როგორც სამინისტროში აცხადებენ, პანაშვიდი ლიკა ქავჟარაძის სახლში, აბაშიძის №62-ში გაიმართება.

მსახიობს, 14 ოქტომბერს, 12:00 საათზე ვაკის სამების ტაძარში გადაასვენებენ, ხოლო დაკრძალვის ცერემონია 15:00 საათზე გაიმართება. სამინისტროში ჯერჯერობით ვერ საუბრობენ, სად დაასაფლავებენ მსახიობს.

"კულტურის, შინაგან საქმეთა სამინისტროები და თბილისის მერია კოორდინირებულად მუშაობენ, რომ დაკრძალვასთან დაკავშირებული საორგანიზაციო საკითხები დროულად გადაწყდეს", - განაცხადეს კულტურის სამინისტროში.

myquiz