წელს ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოს 1 545 მოქალაქის დაბრუნებაზე გაიცა ბრძანება | Allnews.Ge

წელს ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოს 1 545 მოქალაქის დაბრუნებაზე გაიცა ბრძანება

მიმდინარე წლის 9 თვეში ევროკავშირის ქვეყნებიდან რეადმისიის ნებართვა საქართველოს 1 545 მოქალაქეზე გაიცა.

"ინტერპრესნიუსის" მიერ შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოთხოვილი ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, მიმდინარე წლის 1-ელი იანვრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით, საქართველომ რეადმისიის განაცხადი 1 571 პირის შესახებ მიიღო, აქედან 1 545 შემთხვევაში რეადმისიაზე თანხმობა გაიცა, 26 შემთხვევაში კი განმცხადებელს უარი ეთქვა.

აღსანიშნავია, რომ ყველაზე მეტი განაცხადი რეადმისიაზე მიღებულია გერმანიიდან (862), შემდეგ მოდიან: ავსტრია (138), საფრანგეთი (135), ჰოლანდია (127), საბერძნეთი (73), ესპანეთი (59), შვედეთი (57), ბელგია (49).

საქართველოსა და ევროკავშირს შორის "უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ" შეთანხმება 2011 წლის 1-ელ მარტს ამოქმედდა.

შეთანხმების საფუძველზე ხდება ევროკავშირის ტერიტორიაზე არალეგალურად მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების საქართველოში დაბრუნება. შეთანხმება ასევე ითვალისწინებს მესამე ქვეყნების მოქალაქეთა საქართველოში დაბრუნებას შეთანხმებით დადგენილი პირობების საფუძველზე.

myquiz