საქართველოში გრიპის აცრა დაწყებულია და თვის ბოლოს დასრულდება | Allnews.Ge

საქართველოში გრიპის აცრა დაწყებულია და თვის ბოლოს დასრულდება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელის, პაატა იმნაძის განცხადებით, გრიპის ვირუსთან საბრძოლველად, სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული აცრები უკვე დაიწყო და მიმდინარე თვეში დასრულდება.

როგორც "ინტერპერესნისუსს" პაატა იმნაძემ განუცხადა, სახელმწიფომ განსაკუთრებით მაღალი რისკის მქონე ადამიანებისთვის 27 000 დოზა ვაქცინა შეიძინა.

"სახელმწიფო პროგრამით აცრები უკვე დაწყებულია და საკმაოდ აქტიურად მიმდინარეობს. დაახლოებით 27 000 ადამიანს, განსაკუთრებით მაღალი რისკის მქონე ვინც არის, სახელმწიფო უფასოდ აცრის. ასევე ვიცით, რომ კერძოს სექტორში არის გრიპის ვაქცინებიც, დანარჩენ მსურველ პირებს შეუძლიათ, რომ იქ მივიდნენ და აიცრან. გრიპის საწინააღმდეგო აცრები ოქტომბრის თვეში დარსულდება", - განაცხად პაატა იმნაძემ.

myquiz