ადგილები თბილისში, სადაც ყველაზე მეტი ავარია ხდება | Allnews.Ge

ადგილები თბილისში, სადაც ყველაზე მეტი ავარია ხდება

თბილისში ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. თბილისი, ქვეყნის მასშტაბით, ავტოსაგზაო შემთხვევების რიცხობრივი მაჩვენებლით პირველ ადგილზეა.

დედაქალაქში გზის ყველაზე სახიფათო მონაკვეთი აღმაშენებლის ხეივანი აღმოჩნდა. გასულ წელს, ამ ტერიტორიაზე 120 ავტოსაგზაო შემთხვევა დაფიქსირდა.

115 ავარია დაფიქსირდა მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, ხოლო 113 შემთხვევა - მარცხენა სანაპიროზე.

შემდეგია კახეთის გზატკეცილი 108 შემთხვევით.

91 შემთხვევა დაფიქსირდა გურამიშვილის გამზირზე.

ასევე 91 შემთხვევა დაფიქსირდა ცოტნე დადიანის გამზირზეც.\

წყარო: palitravideo.ge

myquiz