სილქნეტი ლა ლიგას ვიქტორინას იწყებს! | Allnews.Ge

სილქნეტი ლა ლიგას ვიქტორინას იწყებს!

ესპანური ფეხბურთის მოყვარულებს სილქნეტისგან განსაკუთრებული საჩუქარი ელით - 9 ოქტომბერს, "სილქ უნივერსალზე" გათამაშება იწყება. გამარჯვებული დეკემბრის დასაწყისში ლა ლიგას მატჩს დაესწრება.

"უკვე მესამე წელია, რაც სილქნეტი, ლა ლიგასთან ერთად, საფეხბურთო ვიქტორინას ატარებს. წელს, ჩვენი მაყურებელი, რომელიც 1 კვირის განმავლობაში ყველაზე სწრაფად დააგროვებს ყველაზე მეტ სწორ პასუხს, ესპანეთში, "ბილბაოს ატლეტიკისა" და "მადრიდის რეალის" თამაშს დაესწრება" - განმარტეს სილქნეტში.

ყოველდღე, ერთი კვირის განმავლობაში, სილქ უნივერსალზე სამი კითხვა დაისმევა ესპანეთის ჩემპიონატის გარშემო. კითხვები დაანონსდება სილქნეტის სპორტული არხების ფეისბუქ გვერდზე, სადაც შეძლებთ თქვენი პასუხების დაფიქსირებას.

დამატებითი ინფორმაცია და პირობები შეგიძლიათ იხილოთ აქ.

myquiz