რა ეღირება ტექდათვალიერების გავლა? | Allnews.Ge

რა ეღირება ტექდათვალიერების გავლა?

ავტომობილების ტექდათვალიერება დაახლოებით, 60 ლარის ფარგლებში ეღირება, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინინისტროს სსიპ "სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს" დირექტორმა მიხეილ ხმალაძემ განუცხადა.

როგორც მიხეილ ხმალაძემ აღნიშნა, ყველა ვარიანტში მთავრობა ზედა ზღვარს დააწესებს, ანუ ფასი იქნება რეგულირებული, რათა შემდეგ ბაზარზე ხელოვნურად არ მოხდეს ფასის გაზრდა და მოსახლეობისთვის ამ სერვისის ტვირთად დაწოლა.

გარდა ამისა, მისი თქმით, ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიერ ტექდათვალიერების არგავლის შემთხვევაში, ჯარიმის ოდენობა მნიშვნელოვნად გაიზრდება, თუმცა ხმალაძემ კონკრეტული ციფრი ამ ეტაპზე ვერ დაასახელა, რადგან, მისივე თქმით, შესაბამისი ცვლილება პარლამენტმა უნდა განახორციელოს.

იმ შემთხვევაში კი, თუ ავტომობილი ვერ გაივლის სავალდებულო ტექნიკურ ინსპექტირებას, მძღოლს ხარვეზების აღამოსაფხვრელად დაახლოებით, ერთი თვე მიეცემა, თუმცა კონკრეტული გრაფიკი ოქტომბრის ბოლოს გამოქვეყნდება

myquiz