თბილისის ერთ-ერთ მაღაზიაში ნაყიდი თევზი შემოწმების შედეგად ძველი აღმოჩნდა | Allnews.Ge

თბილისის ერთ-ერთ მაღაზიაში ნაყიდი თევზი შემოწმების შედეგად ძველი აღმოჩნდა

momxmarebeli.ge-ის ინფორმაციით, თბილისში მდებარე ერთ-ერთ მაღაზიაში ნაყიდ თევზს აღენიშნება სიძველის ნიშნები. ამის შესახებ ორგანიზაცია ინფორმაციას საკუთარ ვებგვერდზე ავრცელებს.

"2017 წლის 16 სექტემბერს, მომხმარებელმა დაფარული კომენტარი დაგვიტოვა ფეისბუქის გვერდზე და გვთხოვა თბილისში, ახმეტელის მეტროსთან მდებარე მაღაზია "უნივერსამში" გასაყიდი ზუთხის შემოწმება.

საჩივრის გადამოწმების მიზნით, 2017 წლის 19 სექტემბერს მომხმარებლის მიერ მითითებულ მაღაზიაში შევიძინეთ ასაწონი "ზუთხი თავი და კუდი" და ჩავაბარეთ ლაბორატორიას ანალიზისათვის.

ლაბორატორიიდან მიღებული პასუხის მიხედვით პროდუქტს აღენიშნება სიძველის ნიშნები -- ლპობის სუნი, ობის ჩანართები, ძვლები დაფარულია ლორწოვანი გარსით", - წერს momxmarebeli.ge.

გაიგზავნა წერილი სურსათის ეროვნულ სააგენტოში და მაღაზიაში.

myquiz