გურიასა და აჭარაში თოვს | Allnews.Ge

გურიასა და აჭარაში თოვს

კურორტ ბახმაროში თოვს. როგორც "ინტერპრესნიუსს" ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობაში განუცხადეს, თოვლის საფარი 5 სანტიმეტრამდე აღწევს. თოვლს სატრანსპორტო და ქვეითად მოსიარულეთათვის გადაადგილების კუთხით პრობლემები არ შეუქმნია.

კურორტ ბახმაროზე მთელი ღამის განმავლობაში თოვდა.

ამასთან, დღეს თოვლი მოვიდა მაღალმთიან აჭარაშიც. კერძოდ, შუახევში.

როგორც შუახევის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ტარიელ ებრალიძემ "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას განაცხადა, ახალი თოვლის საფარი 2-3 სანტიმეტრს აღწევს.

myquiz