გადაუღებელი წვიმის შედეგები ფოთში - დატბორილია ქუჩები | Allnews.Ge

გადაუღებელი წვიმის შედეგები ფოთში - დატბორილია ქუჩები

გადაუღებელი წვიმის შედეგად, ფოთი კვლავ დაიტბორა. განსაკუთრებული პრობლემებია ცენტრალურ ქუჩებზე. წყალი საცხოვრებელი სახლის ეზოებშიც შევიდა. გადაადგილების პრობლემა ექმნებათ ავტომობილებს და ქვეითად მოსიარულეებსაც.

ადგილობრივების განცხადებით, ქალაქში მოქმედი სატუმბი სადგურები გამართულად არ მუშაობს და სანიაღვრე არხებიც მოუწესრიგებელია, რის გამოც აღნიშნული პრობლემა ყოველი ძლიერი წვიმის დროს არსებობს. ისინი ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ.

ფოთის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი, ლევან ჩოჩია მოსახლეობის ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს და აცხადებს, რომ შვიდივე სატუმბი სადგური გამართულად მუშაობს, მაგრამ უხვი ნალექის გამო წყალი გადინებას ვერ ასწრებს.

მისივე თქმით, მერიის შესაბამისი სამსახური საგანგებო რეჟიმში მუშაობს და შემთხვევის ადგილზე მობილური ჯგუფები გადიან. ჩოჩიას ინფორმაციით, სანიაღვრე არხებიც პერიოდულად იწმინდება.

myquiz