შავი ზღვის სანაპიროზე შტორმია მოსალოდნელი - სამაშველო საგუშაგოებზე წითელი ალმები აღმართეს | Allnews.Ge

შავი ზღვის სანაპიროზე შტორმია მოსალოდნელი - სამაშველო საგუშაგოებზე წითელი ალმები აღმართეს

შავი ზღვის სანაპირო ზოლზე განთავსებულ სამაშველო საგუშაგოებზე წითელი ალმებია აღმართული, სანაპიროსთან მყოფ მოქალაქეებს კი მაშველები რამდენიმე ენაზე მოუწოდებენ, ზღვაში არ შევიდნენ. ამ დროისათვის ბათუმში წვიმს.

"შავი ზღვის სანაპიროზე დღის ბოლოს 4 ბალამდე შტორმი დაფიქსირდება", - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს. მათი ინფორმაციით, საშტორმო მდგომარეობა სავარაუდოდ ხვალაც შენარჩუნდება.

myquiz