ქობულეთში დამეწყრილ ტერიტორიებს გეოლოგები სწავლობენ | Allnews.Ge

ქობულეთში დამეწყრილ ტერიტორიებს გეოლოგები სწავლობენ

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში სახლებთან მისასვლელი გზები ამ დრომდე იწმინდება, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ქობულეთის გამგეობაში განუცხადეს. მათი თქმით, მძიმე ტექნიკა ძირითადად იმ ოჯახებთან მისასვლელ გზას ასუფთავებს, სადაც მეწყერი ჩამოწვა.

"მძიმე ტექნიკა 19 მიმართულებით მუშაობს. დამეწყრილ ტერიტორიებს გეოლოგები სწავლობენ, საჭიროების შემთხვევაში, მათ მუნიციპალიტეტიდან დახმარება გაეწევა. საბედნიეროდ, სტიქიის შედეგად არავინ დაშავებულა",- აცხადებენ ქობულეთის გამგეობაში.

ქობულეთის მუნიციპალიტეტში ორი დღის წინ ძლიერი წვიმის შედეგად რამდენიმე ადგილას მეწყერი ჩამოწვა. სტიქიის შედეგად ქობულეთში ექვსი ოჯახი დაზარალდა.

myquiz