ქობულეთში 12 მოსწავლე ინტოქსიკაციის ნიშნებით საავამდყოფოში გადაიყვანეს | Allnews.Ge

ქობულეთში 12 მოსწავლე ინტოქსიკაციის ნიშნებით საავამდყოფოში გადაიყვანეს

ქობულეთის მეორე საჯარო სკოლის მეშვიდე კლასის 12 მოსწავლე, ინტოქსიკაციის ნიშნებით ქობულეთის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ქობულეთის რესურსცენტრის ხელმძღვანელმა მადონა გოგიტიძემ განუცხადა, ბავშვები ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან და თავს კარგად გრძნობენ.

როგორც მადონა გოგიტიძემ აღნიშნა, ბავშვების ნაწილს წყალი, ხოლო დანარჩენებს საკვები ჰქონდა მიღებული.

"ქობულეთის მეორე საჯარი სკოლის მეშვიდე კლასის 12 მოსწავლე ქობულეთში რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. ისინი თავს კარგად გრძნობენ. დილით მათ განაცხადეს, რომ მუცლისა და თავის ტკივილი აღენიშნებოდათ. მათივე თქმით, ნაწილმა წყალი, ხოლო სხვებმა საკვები მიიღეს. არ ვიცი ჯერჯერობით რა გამოიწვია ეს სიმპტომები. ბავშვები კარგად არიან, ეტაპობრივად მათი სახლში გაწერა მოხდება",- აცხადებს მადონა გოგიტიძე.

myquiz