ელჭექი, წვიმა და თოვლი - დღეს საღამოდან ამინდი მკვეთრად შეიცვლება | Allnews.Ge

ელჭექი, წვიმა და თოვლი - დღეს საღამოდან ამინდი მკვეთრად შეიცვლება

27 სექტემბერს საღამოდან 29 სექტემბრამდე საქართველოს ტერიტორიაზე ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელების გამო მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაკლება, ელჭექი, წვიმა, ზოგან ძალიან ძლიერი, მაღალმთიან ზონაში ზოგან თოვლი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს საღამოდან საქართველოში ამინდი მკვეთრად შეიცვლება. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია ცალკეულ მდინარეებზე წყალმოვარდნები გამოიწვიოს.

myquiz