ხვალიდან ამინდი მკვეთრად შეიცვლება - რას აცხადებენ სინოპტიკოსები? | Allnews.Ge

ხვალიდან ამინდი მკვეთრად შეიცვლება - რას აცხადებენ სინოპტიკოსები?

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 27 სექტემბრის საღამოდან საქართველოში ამინდი მკვეთრად შეიცვლება.

როგორც "ინტერპრესნიუსს" სააგენტოდან აცნობეს, 27 სექტემბერს საღამოდან 29 სექტემბრამდე საქართველოს ტერიტორიაზე ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელების გამო მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაკლება, ელჭექი, წვიმა, ზოგან ძალიან ძლიერი, მაღალმთიან ზონაში ზოგან თოვლი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია ცალკეულ მდინარეებზე წყალმოვარდნები გამოიწვიოს.

myquiz