უკონტაქტო პატრულირების ამოქმედებიდან თითქმის 3 თვე გავიდა - როგორია შედეგები? | Allnews.Ge

უკონტაქტო პატრულირების ამოქმედებიდან თითქმის 3 თვე გავიდა - როგორია შედეგები?

უკონტაქტო პატრულირების ამოქმედებიდან 2 თვეში 3 ათასზე მეტი ჯარიმა დაიწერა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსის" მიერ შსს-დან გამოთხოვილ სტატისტიკურ მონაცემებშია აღნიშნული. სტატისტიკის თანახმად, 2017 წლის 1-ელი ივლისიდან 1-ელ სექტემბრამდე,უკონტაქტო პატრულირების შედეგად გამოვლენილი სამართალდარღვევების საფუძველზე საქართველოში 3065 საჯარიმო ქვითარი შედგა.

ცნობისთვის, საგზაო უსაფრთხოების კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებების თანახმად, უკონტაქტო პატრულირება, ქვეყნის მასშტაბით 1-ელი ივლისიდან გზის გარკვეულ მონაკვეთებზე ამოქმედდა. მძღოლს უკონტაქტო პატრულირების ზონაში შესვლამდე, შესაბამისი მანიშნებელი ხვდება, რომლიც მას აფრთხიელბს, რომ ის უკონტატო პატრულირების ზონაში შედის.

myquiz