შარტავას #35-დან, სადაც გუშინ შსს-ის თანამშრომელი დაჭრეს, ვიდეოკამერების ჩანაწერები ამოიღეს | Allnews.Ge

შარტავას #35-დან, სადაც გუშინ შსს-ის თანამშრომელი დაჭრეს, ვიდეოკამერების ჩანაწერები ამოიღეს

შარტავას ქ. #35-დან, სადაც გუშინ შსს-ს მომსახურების სააგენტოს თანამშრომელი ზურაბ ტაკიძე დაჭრეს, სამართალდამცველებმა ვიდეოკამერების ჩანაწერები უკვე ამოიღეს. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" შარტავას ქ. #35-ში მცხოვრებლებმა განუცხადეს.

მეზობლებს უჭირთ თქმა, თუ რა შეიძლება გამხდარიყო ზურაბ ტაკიძის დაჭრის მიზეზი, ისინი ასევე აცხადებენ, რომ გუშინ გასროლის ან ჩხუბის ხმა არ გაუგიათ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ადმინისტრაციის ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსი ზურაბ ტაკიძე გუშინ საკუთარი სახლის სადარბაზოში ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილი მეზობელმა იპოვა.

თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ მამაკაცი გარდაცვლილი ნახეს, თუმცა, ექიმებმა გარდაცვალების ფაქტი არ დაადასტურეს. ტაკიძეს ცეცხლნასროლი ჭრილობა აღენიშნება და საავადმყოფოში აპარატზეა მიერთებული. მისი მდგომარეობა კრიტიკულია და რეანიმაციული ღონისძიებები უტარდება.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამარათლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

myquiz