იმ საბავშვო ბაღებს, სადაც ჯგუფები გადატვირთულია, პერსონალი დაემატება | Allnews.Ge

იმ საბავშვო ბაღებს, სადაც ჯგუფები გადატვირთულია, პერსონალი დაემატება

"იმ საბავშვო ბაღებში, სადაც ჯგუფები გადატვირთულია, მიმდინარე კვირას პერსონალი დაემატება", - ამის შესახებ PALITRANEWS-ის გადაცემაში "360 გრადუსი" თბილისის ბაგა–ბაღების მართვის სააგენტოს უფროსმა თემურ თორდინავამ განაცხადა.

"წინა წლებთან შედარებით ისეთი ბაღები, სადაც ჯგუფების გადატვირთულობა გვაქვს შემცირებულია. მაგრამ, რადგან პრობლემა ისევ არსებობს, იმ საბავშვო ბაღებში, სადაც ჯგუფები გადატვირთულია, მიმდინარე კვირას დამატებითი პერსონალი შევა, რათა ბავშვების უსაფრთხოება უფრო მეტად იყოს უზრუნველყოფილი. თითო ჯგუფში, სადაც ამის საჭიროება არსებობს, მინიმუმ ერთ პედაგოგს კიდევ დავამატებთ,"- განაცხადა თორდინავამ.

60-ზე მეტი ბავშვი ერთ ჯგუფში - გადატვირთულობა საჯარო ბაგა-ბაღებში

myquiz