საბავშვო ბაღის მეორე სართულიდან გადმოვარდნილი ბავშვის მდგომარეობა მძიმეა | Allnews.Ge

საბავშვო ბაღის მეორე სართულიდან გადმოვარდნილი ბავშვის მდგომარეობა მძიმეა

ზემო ფონიჭალის 206-ე საბავშვო ბაღის მეორე სართულიდან გადმოვარდნილი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ინგოროყვას კლინიკის პედიატრიული რეანიმაციის განყოფილების ხელმძღვანელმა თინათინ იმერლიშვილმა განუცხადა, ამ ეტაპზე ყველაზე დიდ პრობლემას წარმოადგენს ფილტვის დაჟეჟილობა.

"გარკვეული პერიოდი მოუწევს რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობა. ფილტვის დაჟეჟილობაა, დრენაჟია ჩადგმული, სისხლი და ჰაერი იყო პლევრაში. ჯერჯერობით მოზარდი ძილის მდგომარეობაშია და სტაბილურად მძიმედაა", - განაცხადა თინათინ იმერლიშვილმა.

ბაღის მეორე სართულიდან გადმოვარდნილ მოზარდს ქალა-ტვინისა და გულ-მკერდის ტრავმებიც აქვს.

ზემო ფონიჭალის 206-ე საბავშვო ბაღის მეორე სართულიდან ბავშვი გუშინ გადმოვარდა.

ბაღის მე-2 სართულიდან ბავშვის გადმოვარდნა აღმზრდელისა და აღმზრდელის თანაშემწის მხრიდან უყურადღებობამ გამოიწვია

myquiz