შარტავას ქუჩაზე დაჭრილი მამაკაცის ვინაობა ცნობილია - იგი შსს-ის ერთ-ერთი დეპარტამენტის უფროსია | Allnews.Ge

შარტავას ქუჩაზე დაჭრილი მამაკაცის ვინაობა ცნობილია - იგი შსს-ის ერთ-ერთი დეპარტამენტის უფროსია

შარტავას ქ. #35-ში დაჭრილი მამაკაცი შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების დეპარტამენტის უფროსი ზურაბ ტაკიძეა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" მეზობლებმა განუცხადეს. ის დღეს საკუთარი სახლის სადარბაზოში ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილი მეზობელმა იპოვა.

მეზობლების ინფორმაციით, ზურაბ ტაკიძე მეშვიდე სართულზე ცხოვრობს, თუმცა ის მეზობელმა დაჭრილი მეოთხე სართულზე ნახა. რა ვითარებაში მოხდა მისი დაჭრა, ამ დრომდე უცნობია.

თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ მამაკაცი გარდაცვლილი ნახეს, თუმცა, ექიმებმა გარდაცვალების ფაქტი არ დაადასტურეს. ტაკიძეს ცეცხლნასროლი ჭრილობა აღენიშნება და საავადმყოფოში აპარატზეა მიერთებული. მისი მდგომარეობა კრიტიკულია და რეანიმაციული ღონისძებები უტარდება.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამარათლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

myquiz