შარტავას #35-ში ნაპოვნი მამაკაცი ცოცხალი აღმოჩნდა | Allnews.Ge

შარტავას #35-ში ნაპოვნი მამაკაცი ცოცხალი აღმოჩნდა

შარტავას #35-ში ნაპოვნი მამაკაცი ცოცხალი აღმოჩნდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მამაკაცი, რომელსაც ცეცხლსნასროლი ჭრილობა აღენიშნება, საავადმყოფოში აპარატზეა მიერთებული, რადგან ექიმებმა გარდაცვალება ვერ დააფიქსირეს. თუმცა მისი მდგომარეობა კრიტიკულია და რეანიმაციული ღონისძებები უტარდება.

ამასთან თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ საბურთალოს რაიონში, შარტავას ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს. ის ძალოვანი უწყების თანამშრომელია და ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული. ამავე დროს „ინტერპრესნიუსს“ შს სამინისტროში განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამარათლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

myquiz