შარტავას ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს | Allnews.Ge

შარტავას ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს

საბურთალოს რაიონში, შარტავას ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს.

არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი მამაკაცი ძალოვანი უწყების თანამშრომელია და მას ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შს სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება საქართველოს სისხლის სამარათლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ გარდაცვლილი ძალოვანი უწყების წარმომადგენელია, შს სამინისტროში განმარტავენ, რომ ის პოლიციელი არ არის. სხვა დეტალებზე შსს-ში არ საუბრობენ.

შემთხვევა შარტავას ქუჩაზე რამდენიმე წუთის წინ მოხდა. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები

myquiz