ბათუმის სამ საჯარო სკოლაში აზიური ფაროსანა დაფიქსირდა | Allnews.Ge

ბათუმის სამ საჯარო სკოლაში აზიური ფაროსანა დაფიქსირდა

აზიური ფაროსანას გამო ბათუმის საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესი არ შეწყვეტილა, - ამის შესახებ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს. უწყების ინფორმაციით, აზიური ფაროსანა ადამიანის ჯანმრთელობას საფრთხეს არ უქმნის. უწყება, აჭარის სოფლის მეურნებობის სამინისტროსთან ერთად შესაბამის ღონისძიებებს განახორციელებს.

"ბათუმის 23-ე, 28-ე და 31 საჯარო სკოლებში აზიური ფაროსანა დაფიქსირდა. მწერები ორ სკოლაში ძირითადად გარე პერიმეტრზე იყო. ერთ-ერთ სკოლაში ორ საკლასო ოთახში დღეს შენიშნეს. მოსწავლეები კი გვერდით საკლასო ოთახში გადავიყვანეთ, რაც მთავარია, სასწავლო პროცესი არ შეწყვეტილა. შესაბამის პროცედურებს აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად განვახორციელებთ. სამინისტროსაგან მივიღებთ რეკომენდაციებს და ჩავერთვებით კამპანიაში - "ერთად ვებრძოლოთ ფაროსანას", - განაცხადა აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა.

მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბათუმის სამ საჯარო სკოლაში აზიური ფაროსანას გამო, სასწავლო პროცესი შეწყდა.

myquiz