ბაგა-ბაღის შენობიდან გადმოვარდნილი ბავშვის შესახებ ჯანდაცვის მინისტრი კომენტარს აკეთებს | Allnews.Ge

ბაგა-ბაღის შენობიდან გადმოვარდნილი ბავშვის შესახებ ჯანდაცვის მინისტრი კომენტარს აკეთებს

ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს ინფორმაციით, ზემო ფონიჭალაში, საბავშვო ბაღის მეორე სართულიდან გადმოვარდნილ ბავშვს ქალა-ტვინის ტრავმა და გულ-მკერდის ტრავმა აღენიშნება. მისი თქმით, ამ ეტაპზე მცირეწლოვანს ოპერაციული ჩარევა არ ესაჭიროება.

"მას აქვს ქალა- ტვინის ტრავმა და გულ-მკერდის ბლაგვი ტრავმა. ამ ეტაპზე მას ოპერაციული ჩარევა არ ესაჭიროება, თუმცა მდგომარეობა ძალიან საყურადღებოა და საჭიროებს ინტენსიურ მეთვალყურეობას",- განაცხადა სერგეენკომ.

რაც შეეხება ფაქტზე რეაგირებას, მინისტრის თქმით, პირველ რიგში ძალიან სწრაფად უნდა იქნეს გამოკვლეული სად იყო ხარვეზი დაშვებული.

"შესაბამისი ხარვეზის დამშვებმა უნდა აგოს პასუხი და უნდა გამოსწორდეს სასწრაფოდ",- აღნიშნა სერგეენკომ.

myquiz